აიამ პლეი ოფი გაინაღდა

აია-ლოკომოტივი 35:10 აია: 5ლ – სინაურიძე, არეშიძე, სიმსივე, კვირიკაშვილი, ერემეიშვილი. 5გ – ბაბუნაშვილი. სინბინი: მბეკევა, სინაურიძე, ლეჟავა ლოკომოტივი: ლ – ტოკაიმბაი. ს,გ – სახელაშვილი სინბინი: დარჩიაშვილი, გელაშვილი მსაჯი: იოსებ ჯაფარიძე დიდი 10-ის გათამაშების ბოლოსწინა ტურში ბევრი რამ გაირკვევა. თუმცა, პლეი ოფის ყველა საგზურის მფლობელი, ალბათ, მაინც ბოლო ტურში გაირკვევა. ქუთაისის აიამ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი თბილისის… Continue reading აიამ პლეი ოფი გაინაღდა

არ დაიდარდო!..

კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..

ჩილეში – გოლი 101 მეტრიდან (+video)

ჩილეს ჩემპიონატში მეკარემ კარიდან კარში გაიტანა. კობრსეალის გოლკიპერმა ლეანდრო რეკენამ დაარტყა და კარიდან გამოსულ ბრაიან კორტესს გაუტანა… TNT Sports Chile წერს, რომ მანძილი 101 მეტრი იყო და ეს გინესის რეკორდების წიგნში უნდა ჩაიწეროს, როგორც ყველაზე შორიდან გატანილი. რეკენამ თქვა კიდეც, რომ მისი კლუბი კობრესალი განაცხადს შეიტანს გინესზე. ჯერჯერობით ყველაზე „შორეული გოლი“ ნიუპორტის მეკარე ტომ კინგს… Continue reading ჩილეში – გოლი 101 მეტრიდან (+video)

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მერვედფინალში

ქართველმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა ახლახან დასრულებულ ექვსი ერის გათამაშებაში საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი განსაჯა. ამჯერად ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის სამსაჯოდაა მიწვეული. ქართველი რეფერი 4 აპრილს, ლონდონში ინგლისური სარასენზისა და ულსური ოსფრიზის მატჩს განსჯის.

გვილია ლეგიაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას ვარშავის ლეგიაში გააგრძელებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდმა დადო. შეგახსენებთ, რომ გვილია ლეგიაში 2019-21 წლებში თამაშობდა. გვილია ვარშაველთა შემადგენლობაში 2-ჯერ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიას მაისურით მან 68 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. გვილია ბოლოს პოლონური რაკუვის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2021 წლის სექტემბრიდან გამოდიოდა და ქვეყნის თასი მოიგო.… Continue reading გვილია ლეგიაში დაბრუნდა

ანტონიო კასანო: ნაპოლი ჩემპიონთა ლიგიდან მილანს გამოაგდებს

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლი მილანს შეხვდება. ამ თემაზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა. “ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მილანის სპეციალობაა. მე მაინც ვთვლი, რომ ნაპოლი ლიგიდან მილანს გამოაგდებს.” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Calciomercato.it ნაპოლი – მილანის პირველი 1/4 ფინალური 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა… Continue reading ანტონიო კასანო: ნაპოლი ჩემპიონთა ლიგიდან მილანს გამოაგდებს

იოზილი ფეხბურთიდან წავიდა – “ეს იყო საოცარი მოგზაურობა”

მესუთ იოზილმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა. მან ამ თემაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. “ბევრი ფიქრის შემდეგ მინდა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განვაცხადო. მაქვს პრივილეგია რომ 17 წლის განმავლობაში პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში როცა რამდენიმე ტრავმა მივიღე, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ დიდი საფეხბურთო არენის დატოვების დრო იყო. … Continue reading იოზილი ფეხბურთიდან წავიდა – “ეს იყო საოცარი მოგზაურობა”

მაინც მოვიგებთ

PORTO, PORTUGAL - MAY 29: The UEFA Champions League Trophy is seen as Phil Foden of Manchester City walks past it, following his team's defeat in the UEFA Champions League Final between Manchester City and Chelsea FC at Estadio do Dragao on May 29, 2021 in Porto, Portugal. (Photo by Marc Atkins/Getty Images)

მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ფილ ფოდენმა ჟურნალიტებთან ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა. „ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსისთან წაგების შემდეგ ვიტირე. არ მიყვარს ამის ჩვენება, მაგრამ ხანდახან არის ემოციური მომენტები მოედნის გარეთ. ვიმედოვნებ, წლეულს გავიმარჯვებთ. ჩემპიონთა ლიგა არის ის მწვერვალი, რომელიც ახლა ყველას გვინდა დავიპყროთ. ფინალში ვიყავით და ძალიან მტკივნეული გამოდგა წაგება. იმედია, თუ ისევ იქამდე მივალთ, ფინალში… Continue reading მაინც მოვიგებთ

გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ The Best FIFA-ს ცერემონიალზე საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა. „როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ, შენი ყველა კარგი თვისება იზრდება სხვების თვალში, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი თავი ანჩელოტის ან გვარდიოლას გავუთანაბრო. ვამაყობ ჯილდოთი, მაგრამ ეს გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვებია“,- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. ნომინაციაში სკალონის კონკურენტები მანჩესტერ სიტის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა… Continue reading გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

რატომ არ წავიდა ზლატანი?

მილანის ლეგენდარულმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებს უამბო რატომ არ დაასრულა კარიერა მძიმე ტრავმის შემდეგ. „სკუდეტოს მოგების კვალად ფეხბურთიდან წასვლა ძალიან ადვილი იქნებოდა. ბოლო 14 თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე. იყო მომენტი, როცა მუხლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – გვირაბის ბოლოს სინათლე ვერ დავინახე, თუმცა შემდეგ ყველაფერი უკეთესი და უკეთესი გახდა. ოდესმე მიფიქრია წასვლაზე? არასოდეს. პრობლემები მაძლევს… Continue reading რატომ არ წავიდა ზლატანი?