მანჩესტერ სიტიში პირველად ივარჯიშა 18 წლის ბრაზილიელმა შემტევმა კაიკიმ. მას უკვე საკმაოდ აქვს რეკლამა…
სიტიმ ორი თვის წინ ფლუმინენსედან იყიდა კაიკი და ელოდნენ, რომ გაისად იანვარში, ან სულაც ზაფხულში შეუერთდებოდა ინგლისურ კლუბს, ხოლო მანამდე ბრაზილიაში ითამაშებდა. თუმცა პეპ გვარდიოლამ დააჩქარა და დაიბარა კაიკი.
„აქ ყოფნა ოცნებაა. მანჩესტერ სიტის სულ ვაკვირდებოდი, რადგან ბრაზილიელები თამაშობდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ“ – განაცხადა კაიკიმ.
არაა გამორიცხული, ამ უფორვარდობის დროს გვარდიოლამ მალევე მისცეს შანსი 18 წლის ბრაზილიელს.