“აბა, როდის ვეჩხუბები ოლივეირას?” – კონორი თარიღს ითხოვს

UFC 269-ს მთავარ ბრძოლაში, ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ დასტინ პორიე მესამე რაუნდში, მახჩობელა ილეთით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ოლივეირა კონორისა და ხაბიბის ჰეგემონიის შემდეგ, მსუბუქი წონის პირველი ჩემპიონია. ვაკანტური ქამარი მან მაიკლ ჩენდლერის დამარცხებით მოიპოვა და პირველად სწორედ პორიეს წინააღმდეგ დაიცვა. მართალია, პორიემ ამ წელს კონორი 2-ჯერ დაამარცხა და ათეულობით მილიონი გამოიმუშავა, თუმცა სატიტულო ორთაბრძოლაში უკვე მეორედ დამარცხდა.

მსუბუქ წონაში დაძაბულობაა. როგორც ყოველთვის, აღნიშნული დივიზიონი ძლიერი კონტენდერებით და ვარსკლავური სახელებითაა გადაჭედილი. ამ მომენტშიც, ქამარს არაერთ პრეტენდენტი ჰყავს, თუმცა კონორ მაკგრეგორი თვლის, რომ შემდეგი ქამარზე მან უნდა იბრძოლოს. მაკრეგორი პირდაპირ ბრძოლის თარიღს ითხოვს.

კონორისთვის სატიტულო ორთაბრძოლის მიცემა ნაკლებსავარაუდოა. ირლანდიელს მსუბუქ წონაში ზედიზედ ორი მარცხი აქვს და ბოლო გამარჯვება აღნიშნულ დივიზიონში 2016 წელს მოიპოვა, როცა საჩემპიონო ქამარს ედი ალვარეზის წინააღმდეგ დაეუფლა.

საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის რიგში ჯასტინ გეიჯია, ვის შემდეგაც სავარაუდოდ ამ შანსს ისლამ მახაჩევსა და ბენილ დარიუშს შორის გამარჯვებული მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published.