აბრამოვიჩის ეპოქა დასრულდა – ჩელსი გაიყიდა

ლონდონის ჩელსის ახალი მფლობელი ჰყავს, კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე ტოდ ბოელი გახლავთ. ბოელმა ბრიტანული გრანდის სანაცვლოდ 5.2 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხაა, მათ შორის რომელიც სპორტული კლუბის შესაძენად გადაუხდიათ.

გეცოდინებათ კლუბს აქამდე რომან აბრამოვიჩი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩელსი 2003 წელს შეიძინა. აბრამოვიჩს რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე სანქციები დაადეს და იძულებული გახდა კლუბი გაეყიდა.

ჩელსი პრემიერლიგაში 63 ქულით მესამე ადგილზეა და უახლოეს მატჩს დღეს ვულვზთან გამართავს. ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალიდან დაემშვიდობნენ, სადაც მადრიდის რეალთან 2 მატჩის ჯამში 4:5 წააგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *