აბურჯანიამ ბენფიკას ორიგინალური გოლი გაუტანა (ვიდეო)

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში, ჟილ ვისენტემ, რომლის ღირსებასაც გიორგი აბურჯანია იცავს, ბენფიკას სტუმრად 2:1 მოუგო. მეორე გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. აბურჯანიამ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ზურგით შეაგდო.

აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ჟილ ვისენტეს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ჟილ ვისენტე პორტუგალიის ჩემპიონატში 33 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას სანტა კლარასთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published.