პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ჟილ ვისენტე, რომლის ღირსებასაც გიორგი აბურჯანია იცავს, ბელენენსეშს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა 83-ე წუთზე გახსნეს. 92-ზე კი აბურჯანიამ თავურით შეაგდო.
გიორგი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ჩვენებურის ანგარიშზე ამ სეზონში 4 თამაშში ჩატარებული 26 წუთი და 1 გოლია.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ჟილ ვისენტეში წელს ზაფხულში ესპანური კარტახენადან გადავიდა.