ინგლისური Roker Report-ის ცნობით ინგლისური “სანდერლენდი” ქართველი ნახეცარმცველის, გიორგი აბურჯანიას გადაბირებით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ქარველმა შუახაზელმა მისი აწ უკვე ყოფილი კლუბი “კარტახენა” უკვე დატოვა და ახლა ახალი წინადადების განხილვის პროცესშია, გავრცელებული ინფორმაციით მისი გადაბირება თურქულ “სივასსპორს” და რამდენიმე მეორე ბუნდესლიგურ კლუბსაც სურს.
სანდერლენდმა დასრულებული სეზონის შემდეგ რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი დაითხოვა, კლუბი ამჟამად ლიგა 1-ში ასპარეზობს და მიზნად ჩემპოიონფშიპში და შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნეაბს ისახავს, წყაროს ცნობით კლუბში აბურჯანიას ვარიანტი მოსწონთ და მისი დამატების სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებენ.