არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა, ეროვნული გუნდის ყოფილ თავდამსხმელს სერხიო აგუეროს, მაშინ დაურეკეს, როცა აგუერო პირდაპირ ეთერში იყო. საუბარი საკმაოდ ემოციური გამოვიდა, განსაკუთრებით აგუეროსთვის.
“ძალიან მიჭირს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს თქვენი თამაშის ყურება, თქვენს ერთიანობას ვგრძნობ. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის.” – თქვა აგუერომ.
“ჩვენ გვენატრები, შენ ყოველთვის ჩვენთან ხარ.” – უპასუხა მესიმ.
სერხიო აგუერო არგენტინის ნაკრებში 2006-21 წლებში თამაშობდა. ეროვნული გუნდის მაისურით მან 99 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია, სადაც ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.