სერხიო აგუერომ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს. როგორც იცით, მას პრობლემები აქვს… ორიოდე კვირის წინ ბარსელონა-ალავესის შეხვედრისას აგუერო მინდორზე დაეცა და გულზე იკიდებდა ხელს. რა თქმა უნდა, შეცვალეს და მერე საავადმყოფოში წაიყვანეს… აგუეროს ტახიკარდია დაუდგინეს.
AS-მა კი Catalunya Radio-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ აგუეროს გულზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე აქამდე ჩანდა. ექიმების ცნობით, 33 წლის არგენტინელს შესაძლოა კარიერის დასრულება მოუწიოს.
სხვათა შორის, აგუეროს 12 წლის ასაკშიც აღმოუჩინეს გულზე პრობლემა.