სერხიო აგუეროს ჯანმრთელობაზე: არგენტინელი თავდამსხმელი ბარსელონა-ალავესის მატჩის მე-40 წუთზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა… გულზე ხელი მიიდო და ექიმებს ანიშნა, შემცვალეთ, თამაში არ შემიძლიაო.
აგუერო კლინიკაში გადაიყვანეს და კარდიოლოგიური კვლევა ჩაუტარეს. მას ტახიკარდია აქვს, ანუ გულის რითმის დარღვევა და შეკუმშვათა გახშირება. ამჟამად კარგადაა, მაგრამ უახლოეს დღეებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ჰქონდა თუ არა აგუეროს პრობლემები გულზე? გაირკვა, რომ ბავშვობაში ჰქონია – 12 წლის ასაკში დაუდგინეს.