მანჩესტერ სიტიმ აგუეროს ქანდაკება დაუდგა.
არგენტინელი ფეხბურთლის გამოსახულება ეტიჰადზეა, სადაც, მოგეხსენებათ, სიტი საშინაო შეხვედრებს მართავს.
10 წლის თავზე, მოქანდაკეებმა ის მომენტი შექმნეს, საიდანაც კუნმა ოქროს გოლი გაიტანა: 93:20 წუთზე, ქუინს პარკ რეინჯერსის კარი აიღო, რითაც ქალაქებს ჩემპიონობა 44 წლის შემდეგ მოუტანა.
2021 წლის აგვისტოში, კომპანისა და სილვასთან ერთად, სიტიმ აგუერო კლუბის დიდების დარბაზში შეიყვანა.