აგუერო ნაკრებში! (ვარსკვლავური შტაბი)

სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წავა. აგუერომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერა სამი თვის წინ დაასრულა, მაგრამ თავად თქვა, რომ არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მისი მუშაობა თითქმის გადაწყვეტილია.

„ეს სიახლეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივარ. სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრა მქონდა. ვესაუბრე მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონისაც და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიასაც“ (Radio 10, არგენტინა)

აგუერომ არგენტინის ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.

და არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბია ისეთი, ვის ვერ მოუგებენ ფეხბურთში?! სკალონის თანაშემწეები არინ პაბლო აიმარი, რობერტო აიალა, ვალტერ სამუელი და ახლა აგუეროც ემატება… ბევრ ნაკრებს ფეხბურთელების რანგში ახლაც დახატავდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.