აგუსტინა განდოლფო მილანის ინტერის შემტევის, ლაუტარო მარტინესის მეგობარი გოგონაა. 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გასულ ზაფხულს ახლოს იყო ტოტენჰემში გადასვლასთან, თურმე ლონდონში გადაბარგება აგუსტინასაც ძალიან უნდოდა მაგრამ მარტინესი იტალიაში დარჩა და არც მის გულისსწორს დასწყვეტია მაინცდამაინც გული.
საინტერესოა, რომ აგუსტინა ლაუტაროსთვის, მაშინ ინტერელ თანაგუნდელ მაურო იკარდის მეუღლეს, ვანდა ნარას გაუცვნია. ვანდა და აგუსტინა დაქალები ყოფილან.
განდოლფო ინსტაგრამ-ინფლუენსერიც გამხდარა და 842 ათასი გამომწერიც გაუჩენია.