დიდი შანსია, ზალცბურგის 19 წლის ბომბარდირი კარიმ ადეიემი დორტმუნდში გადავიდეს. Sky in Germany-ს ცნობით, ამის ალბათობა უკვე 90-95 პროცენტია.
ერთ-ერთი ფავორიტი ბარსელონა იყო, მაგრამ გაირკვა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ადეიემის არჩევანიც დორტმუნდია, მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგიდან უფრო იოლად მოხვდება ჰანსი ფლიკის გუნდში.
ადეიემის გერმანიის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლიც გაიტანა.
ზალცბურგიდან დორტმუნდში ერთმა ტრანსფერმა უკვე მაგრად გაამართლა: ნორვეგიელი ჰოლანდი დაფრინავს…
გერმანელები წერენ, რომ შესაძლოა, ადეიემი გაისად ზაფხულს გადავიდეს დორტმუნდში – კლუბში, სადაც ახალგაზრდები მაგრად პროგრესირებენ. არც იანვარში ტრანსფერს გამორიცხავენ.