გერმანული პრესა წერს, რომ კარიმ ადეიემი უკვე საბოლოოდ შეუთანხმდა დორტმუნდს. გერმანელები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას: დორტმუნდი 35 მილიონ ევროს გადაუხდის ზალცბურგს და ფორვარდთან 5-წლიან კონტრაქტზეც შეთანხმებულები არიან.
ადეიემის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგიდან უფრო იოლად მოხვდება ჰანსი ფლიკის გუნდში. ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლიც გაიტანა.
ზალცბურგიდან დორტმუნდში ერთმა ტრანსფერმა უკვე მაგრად გაამართლა: ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი საოცარია, თუმცა ის სავარაუდოდ ზაფხულში გადავა უფრო მდიდარ კლუბში – სად, ჯერ უცნობია, მაგრამ უფრო რეალში, ან ბარსელონაში.
29 მატჩი, 18 გოლი – ასეთია ადეიემის სტატისტიკა ამ სეზონში.