ადესანიამ უიტეკერი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა [VIDEO]

UFC-ს საშუალო წონას უპირობო მეფე ჰყავს – ისრაელ ადესანიამ რობერტ უიტეკერის დამარცხება რემატჩშიც მოახერხა, თუმცა ამჯერად ბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა რაუნდები უიტეკერსაც მისცეს – ავსტრალიელის პროგრესი წინა ბრძოლასთან შედარებით ცალსახა იყო. რობმა ადესანიას სულ სხვა საბრძოლო გეგმა შესთავაზა, აქცენტი ჭიდაობაზე გააკეთა, რამაც ნაწილობრივ გაამრთლა – უიტეკერმა ისრაელი პარტერში რამდენჯერმე ეფექტურად ჩაიყვანა, თუმცა ეს უკანასკნელი ადგომას მალევე ახერხებდა. პირველ რაუნდში უიტეკერის დანოკდაუნებამ და მრავალმა ეფექტურმა დარტყმამ, ადესანიას დომინაცია და შესაბამისად მსაჯთა საერთო გადწყვეტილებით გამარჯვება განაპირობა.

ადესანიამ ამ მოგებით UFC-ს საშუალო წონაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და მიუახლოვდა ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდს – ზედიზედ 13 მოგებას აღნიშნულ დივიზიონში. ადესანიასთვის ეს ქამრის მეოთხე დაცვა იყო – ნიგერიელმა დივიზიონი ფაქტობრივად გაწმინდა – შემდეგი რიგში ჯარედ კანონიერია, რომელმაც ამავე ივენთზე დერეკ ბრანსონი დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *