ადრე თავდამსხმელებს იჭერდა, ახლა – თევზებს…

ფაბიო კოენტრაუ ხომ გახსოვთ? პორტუგალიელი მარცხენაფლანგელი რეალსა და პორტუგალიის ნაკრებში, სხვა გუნდებშიც… კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი.

კოენტრაუმ კარიერა შარშან დაასრულა და ბავშვობის ოცნება აიხდინა: პროფესიონალი მეთევზე გახდა.

გემები, ნავები… თან კოენტრაუმ დაიქირავა მთელი გუნდი, რომელიც თევზჭერითაა დაკავებული. თავადაც აქტიურადაა ჩართული.

„მამაჩემი მეთევზე იყო. ბავშვობაში მას დავყვებოდი და ოცნება მქონდა, რომ ზღვასთან ახლოს, ზღვის ცხოვრებით მეცხოვრა. ვიცოდი, რომ ფეხბურთი როდესმე დასრულდებოდა და ცხოვრებაში ჩემი ადგილი უნდა მეპოვნა. ზღვა და საერთოდ წყალი ჩემი ცხოვრებაა“.

კოენტრაუ ბოლოს პორტუგალიურ რიო ავეში თამაშობდა.

ერთ-ერთ ჟურნალისტს მისი გვარი შეეშალა და კონცენტრაო თქვა… რონალდუმ კი დამარცვლით შეუსწორა: კო – ე – ნტრა – უ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *