ოთხი ერის გათამაშების მორიგ ტურში, ბრისბენში ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიოს თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ დაამარცხა – 30:17.
პირველ ტაიმში ოზები მუდმივად წინ იყვნენ და შესვენებაზე სამქულიანი უპირატსობით წავიდნენ – 15:12. თუმცა, თამაშის განახლებისთანავე ბოკემ ლელო გაიტანა და 17:12 დაწინაურდა. ეს 42-ე წუთზე მოხდა. ამის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მონაგარისთვის აღარაფერი მიუმატებია.
ვოლაბებმა კი, გარემარბი მარიკა კოროიბეტეს ორი ლელოს წტალობით ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე გაზარდეს და დამსახურებულად მიითვალეს მეორე გამარჯვება.
კოროიბეტეს მსგავსად ორი ლელო შუამარბლა ლენ იკიტაუმაც გაიტანა.