ავსტრალიაში ქართველების გოლი გავიდა (ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატში ნიუკასლ ჯეტსი, რომლის რიგებში ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია გამოდიან, სენტრალ მარინეს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველებმა შექმნეს. დარცმელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მიქელთაძემ თავით შეაგდო.

დარცმელიაც და მიქელთაძეს ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მიქელთაძე მატჩის ბოლომდე გაისარჯა და ყვითელი ბარათი მიიღო, დარცმელია კი 82-ე წუთზე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ ნიუკასლ ჯეტსი ავსტრალიის ჩემპიონატში 9 ქულით მე-6 ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *