ავსტრალიის ნაკრებმა ნიკ ვაითი დაკარგა

PERTH, AUSTRALIA - AUGUST 10: Nic White of the Wallabies celebrates a try during the 2019 Rugby Championship Test Match between the Australian Wallabies and the New Zealand All Blacks at Optus Stadium on August 10, 2019 in Perth, Australia. (Photo by Paul Kane/Getty Images)

ავსტრალიის ნაკრები აგრძელებს მზადებას ივლისის ტესტ მატჩებისთვის. 7, 13 და 17 ივლისს მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები 3 მატჩიან დუელში უმასპინძლებენ საფრანგეთის ნაკრებს.

„ვოლაბზის“ სამწვრთნელო შტაბმა ეროვნულ გუნდში 38 მორაგბეს უხმო, ყველა მათგანი ავსტრალიურ ფრენჩაიზებში თამაშობს: „ბრამბიზი“ – 12, „რედსი“ – 9, „რებლზი“ – 9, „ვორათაზი“ – 6, „ვესტერნ ფორსი“ – 2. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია.

ავსტრალიელ გულშემატკივრებს ძალიან სურდათ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს – დეივ რენის გამოეძახა ამერიკის მეიჯორ ლიგაში მოთამაშე მეტ გიტო, თუმცა ეს „ზღაპარი“ არ შედგა.

ვარჯიშზე დაიმტვრა N9 ნიკ ვაითი, რომელიც საფრანგეთთან გასამართ სამივე შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა არის შანსი, რომ Rugby Championship-ის ტურნირის სტარტისთვის მოასწროს გამოჯანმრთელება.

ბურჯები: ჯეიმს სლიპერი (100 კეპი), სკოტ სიო (68), ალან ალალატოა (43), ანგუს ბელი (3), პონე ფაამაუსილი (0), ტანიელა ტუპო (25).

ჰუკერები: ფალეტი კაიტუ (0), ლაჰლან ლორენგანი (0), ბრენდონ პაენგა-ამოსა (9)

შერკინების მეორე ხაზი: მეტ ფილი (9), ლაკჰან სალაკაია-ლოტო (25), დარსი სუეინი(0), სიტალეკი ტიმანი (18).

შერკინების მესამე ხაზი: მაიკლ ჰუპერი (კ, 105), ლაკლან სუინტონი (1), ისი ნაისარანი (8), რობ ლიოტა (0), მაიკლ უელსი (0), ფრეიზერ მაკრეიტი (1), ჰარი ვილსონი (6), რობ ვალენტინი (4).

N 9: ჯეიკ გორდონი (5), ტეიტ მაკდერმოტი (2), ნიკ ვაითი (37, – ტრავმა)

N 10: ნოა ლოლესიო (2), მეტ ტომუა (54)

გარემარბები; მარიკა კოროიბეტე (34), ენდრიუ ქელოვეი (0), ტომ რაიტი (3), ენდი მიორჰედი (0), ფილიპო დაუგუნუ (5)

შუამარბები: ისაია პერესი (0), ლალაკაი ფოკეტი (0), ლენ იკიტაუ (0), ჰანტერ პიასამი (6).

ფულბეკები: ტომ ბენქსი (11), რის ჰოჯი (45), ჯეიმს ოკონორი (55).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *