ავტოგოლით… ხორვატია-რუსეთი 1:0 (Video)

ხორვატიამ 1:0 მოუგო რუსეთს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. გადამწყვეტი თამაში სპლიტში იყო, რუსეთს ფრეც ხელს აძლევდა და პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში ითამაშა. წვიმა, გუბეები, ცუდი მოედანი და მაინც ხორვატებმა 20-ჯერ დაარტყეს კარისკენ.  გოლი ვერ გაჰქონდათ. რუსმა ფიოდორ კუდრიაშოვმა შეაგდო საკუთარ კარში, ეს 81-ე წუთზე…

ყატარი, დანია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ხორვატია – ჯერჯერობით ეს 7 გუნდია გასული. რუსეთს გაისად მარტში ფლეი-ოფი მოუწევს. ჯერ ნახევარფინალური ფლეი-ოფი და თუ გავიდა, მერე ფინალური. ჯგუფის მეორეადგილოსნებს ხომ 2 ეტაპის გადალახვა უწევთ მსოფლიოზე გასასვლელად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *