აზარენკამ სვიტოლინა გაანადგურა

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში 6:0 6:2 გაანადგურა ელინა სვიტოლინა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს ფანტასტიკური გამოუვიდა – ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა 6:0 2:0.

სვიტოლინა საკმაოდ მძიმედ მოძრაობდა კორტზე, არ გამოსდიოდა ჩაწოდება და ერთიმეორეს მიყოლებით აგებდა გეიმებს.

მე-9 გეიმში უკრაინელმა ჩგბურთელმა გატეხა ნავსი და მისთვის პირველი გეიმი მოიგო, თუმცა ამან მატჩის მიმდინარეობაში დიდად არაფერი შეცვალა.

აზარენკამ სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და 68 წუთში 6:0 6:2 იმარჯვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:0 გახდა ბელორუსის სასარგებლოდ. ვიკა ელინასთვის WTA TOUR-ზე ყველაზე უხერხული მეტოქეა.
2016 წლის შემდეგ პირველად აზარენკამ მოახერხა და ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება.

ვიქტორია პრესკონფერენციაზე საკუთარ ვაჟთან ერთად მივიდა და საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა განვლილ მატჩზე.
„ვფიქრობ საკმაოდ კარგად ვითამაშე დღევანდელი მატჩი ტაქტიკური თვალსაზრისით.არ მივეცი მეტოქეს საშუალება თამაშის რიტმში „ჩამჯდარიყო“. ელინა ბრწყინვალედ იცავს ხოლმე თავს, მაგრად იბრძვის, ასე რომ მე პირველივე წუთებიდანვე მჭირდებოდა მაქსიმალურად აგრესიულად შემეტია და წნეხში მომექცია მეტოქე. ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიმეცა მისთვის. ეს იყო ჩემი მიზანი და საკმაოდ მაღალ დონეზე შევასრულე საკუთარი დავალება.

null

2 დღის წინ ტვიტერზე ვნახე, რომ ვიღაცამ დაპოსტა:“ვიქტორია აზარენკამ პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოლო 6 წლის განმავლობაში (ავსტრალიის ღია პირველობაზე)“. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ რომ იცოდეთ ამ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვითამაშე. ისეთი შტაბეჭდფილება დაგრჩებოდა იმ ტვიტის შემდეგ რომ თითქოს ზედიზედ ექვსჯერ წავაგე პირველ წრეში Australia Open-ზე.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *