ედენ აზარი შესაძლოა რეალიდან ჩელსიში დაბრუნდეს. ბელგიელი გუნდის ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს და ლონდონელები მის დაბრუნებას განიხილავენ.
აზარი რეალში 2 წლის წინ ზაფხულში გადავიდა. მან მადრიდელთა იმედები აშკარად ვერ გაამართლა. ედენს ხშირი ტრავმები აქვს და იშვიათად თამაშობს. წინა სეზონში ბელგიელმა 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ჩელსის, ლონდონელებმა პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაში თასს დაეუფლნენ.