ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის რეალი შერიფს ესტუმრება. სამეფო გუნდი ამ მატჩს დანაკლისით ჩაატარებს. გასტრიტის პრობლემების გამო მოლდოვაში ედენ აზარი ვერ ითამაშებს.
აზარი ბოლო დროს ხშირად ტოვებს მატჩებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იგი რეალში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ ყოფილა. მაგალითისთვის ამ სეზონში აზარმა 11 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია.
რეალი ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა. სამეფო გუნდი უახლოეს მატჩში შერიფს შეხვდება, ბოლო ტურში კი ინტერს მიიღებს.