ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, ედენ აზარმა, პორტუგალიასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ მატჩში (1:0), ტრავმა მიიღო და მინდორი კოჭლობით დატოვა. მეოთხედფინალში ბელგიელთა მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდი იქნება, თუმცა ბელგიელთა მეკარეს, ტიბო კურტუას მიაჩნია, რომ აზარისთვის ტურნირი დამთავრდა.
„ვხედავ მის მდგომარეობას და ვხვდები, რომ ედენისთვის ევრო დამთავრებულია. ეს ქრონიკული ტრავამაა, რომელმაც მას თითქმის მთელი სეზონი გააცდენინა რეალში“, – ამბობს კურტუა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან ერთადერთი ბურთი ედენის უმცროსმა ძმამ – თორგანმა გაიტანა. მეოთხედფინალში კი რომელიც 2 ივლისს გაიმართება ბელგია იტალიას შეხვდება.