ირაკლი აზარის ტრანსფერის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჯერ კიდევ გუშინ დაიწერა, რომ ფეხბურთელი ტრაბზონში ჩავიდა, რათა კლუბთან კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა სიტუაცია აირია.
61saat.com-ის ცნობით, აზაროვთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა გაზრდილ გადასახადებზე უარი თქვა და კონტრაქტი აღარ გაფორმდება. დაიწერა, რომ მხარეები გადასახადების 40%-იან პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის აზაროვი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს. იგი ასევე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი გახდა. 2021 წლის სეზონში აზაროვმა დინამო ბათუმში 42 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გასულ წელს აზაროვმა საქართველოს ნაკრების მაისურა 6 შეხვედრაში მოირგო.