აზაროვის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა – რას ითხოვს დინამო ბათუმი?

ირაკლი აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. 61saat.com-ის ცნობით, მარცხენა მცველი უკვე ტრაბზონშია, თუმცა კონტრაქტისთვის ხელი კიდევ არ მოუწერია. თურქული პრესა იუწყება, რომ დინამო ბათუმმა ბოლო მომენტში აზაროვში იმაზე მეტი ფული მოითხოვა, ვიდრე მანამდე შეთანხმდნენ.

ცნობილია, რომ თურქები პრობლემის მოგვარებას აპირებენ. ისიც დაიწერა, რომ ბათუმის დინამოს ხელმძღვანელები უკვე ტრაბზონში არიან და მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *