აია-ლოკომოტივი 35:10
აია: 5ლ – სინაურიძე, არეშიძე, სიმსივე, კვირიკაშვილი, ერემეიშვილი. 5გ – ბაბუნაშვილი.
სინბინი: მბეკევა, სინაურიძე, ლეჟავა
ლოკომოტივი: ლ – ტოკაიმბაი. ს,გ – სახელაშვილი
სინბინი: დარჩიაშვილი, გელაშვილი
მსაჯი: იოსებ ჯაფარიძე
დიდი 10-ის გათამაშების ბოლოსწინა ტურში ბევრი რამ გაირკვევა. თუმცა, პლეი ოფის ყველა საგზურის მფლობელი, ალბათ, მაინც ბოლო ტურში გაირკვევა.
ქუთაისის აიამ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი თბილისის ლოკომოტივი მიიღო და 35:10 დაამარცხა. შედეგად, ქუთაისურმა კლუბმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა და, ახლა, პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა, რაც აიას პირდაპირ ნახევარფინალში გაიყვანს.
არადა, პირველ ტაიმში ლოკომოტივმა მეტოქეს თანაბარი ბრძოლა შესთავაზა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 7:7. ხოლო, 43-ე წუთზე წინაც გავიდნენ – 10:7. ამის შემდეგ, აია მთელი ძალით ამოქმედა და სტუმრევს ოთხი ლელო გაუტანა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ აიას შუამარბი ლაშა ლომიძე დაასახელეს.