აიაქსი… ქალები და სკანდალი: რატომ წავიდა ოვერმარსი?

უცნაურია, მაგრამ თითქოს საათივით აწყობილ აიაქსის დირექტორატში ცვლილებები მოხდა. სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა. ოვერმარსს წარდგენა თუ სჭირდება, მოკლედ: აიაქსის, არსენალის, ბარსელონასა და ნიდერლანდების ნაკრების მაგარი გარემარბი იყო, უსწრაფესი, ძლიერი დარტყმით.

ოვერმარსის წასვლის მიზეზი არის რამდენიმე ქალი კოლეგის მიმართ არასათანადო და ზღვარგადასული შეტყობინებები, რამაც ოჯახშიც პრობლემები შეუქმნა.

ოვერმარსის განცხადება აიაქსის ოფიციალურ საიტზე: „მრცხვენია. გასულ კვირაში მივხვდი ჩემი საქციელის არაკანონიერებას და იმას, რომ ფაქტმა სხვებს შეუქმნა პრობლემები. ვერ გავიაზრე, რომ ხაზს გადავაბიჯე, გვიან მივხვდი და გვიანი იყო. დიდი წნეხი ვიგრძენი. ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის ეს საქციელი მიუღებელია. სხვა გამოსავალას ვერ ვხედავ, აიაქსი უნდა დავტოვო. ეს ჩემს ცხოვრებაზეც მოახდენს გავლენას, აი ამიტომაც ვთხოვ ყველას, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც თავი დაგვანებონ“.

აიაქსის გენერალური დირექტორი ახლო წარსულში ცნობილი მეკარე ედვინ ვან დერ სარია. აი, მისი კომენტარიც:

„სიტუაცია ყველასთვის საშინელია. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, უსაფრთხო კლიმატი ყველა კომპანიაში აუცილებელია. ოვერმარსის წასვლა ძალიან სამწუხაროა და დარტყმაა ყველასთვის, ვისთვისაც აიაქსი სულერთი არაა“.

ოვერმარსი რომ მაგარი ფუნქციონერი იყო, ეს აიაქსის სატრანსფერო პოლიტიკიდან ჩანდა. ბოლ 5-6 წელიწადში ამსტერდამულმა გრანდმა ფინანსურად ხომ დიდი სარგებელი მიიღო და პლუს, ბრწყინვალე გუნდიც ჰყავდა და ჰყავს.

Leave a comment

Your email address will not be published.