აია ჩემპიონია

აია-ბათუმი 16:13

აია: ლ – ჯინჭარაძე. 3ს,გ – გ.ბაბუნაშვილი

ბათუმი: ლ – ურჯუკაშვილი. 2ს,გ – ნინიძე

სინბინი: კოპაძე

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

 

ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია. ქუთათურებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, აწ უკვე ექსჩემპიონ ბათუმს უმასპინძლეს და 16:13 დაამარცხეს.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მატჩი ძალზედ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ცხადია, შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა, რამაც თამაშის ხარისხზე აშკარად იქონია გავლენა.

აიამ პირველ ტაიმში ლელოს გატანა და ანგარიშში დაწინაურება შეძლო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. ქუთათურები შესვენებისას შვიდი ქულით იგებდნენ – 10:3.

მეორე ნახევარში ბათუმმა საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა. 64-ე წუთზე კი, ანგარიშში სხვაობა სულაც სამი ქულია იყო – 16:13 აიას სასარგებლოდ. დარჩენილ 16 წუთში ბათუმის დიდ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია და ქუთაისურმა გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა.

აიას შემადგენლობიდან ლელო პირველხაზელმა პეტრე ჯინჭარაძემ გაიტანა. მგეზავის, გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზე კი, სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა – 11 ქულა,

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *