„დეტროიტ პისტონზის“ ლეგენდარულმა გამთამაშებელმა – აიზია ტომასმა განაცხადა, რომ მისი აზრით ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესოა, მეორე ადგილზე კი მაიკლ ჯორდანია.
„ვფქირობ, რომ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია. იგი სრულყოფილი სპორტსმენია და მოედანზე მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია. მეორე ადგილზე დავაყენებდი მაიკლ ჯორდანს – მისი პლიუსები ისედაც ყველამ ვიცით, 6 საჩემპიონო ბეჭედი, 6 ფინალური სერიის MVP და ასე შემდეგ. კობი ბრაიანტი კი ჩემს სიაში მესამე ადგილზე იქნებოდა.
ლებრონ ჯეიმსი იმიტომ არის ჩემთვის საუკეთესო, რომ 15 წლის განმავლობაში ის მუდამ საუკეთსოთა შორის ტრიალებს და ძალიან ბევრს აკეთებს კალათბურთის განვითარებისთვის“ – ციტირებს ტომასის სიტყვებს Essentially Sports.
შეგახსენებთ, რომ აიზია ნბა-ს 1990 წის სუპერფინალური სერიის საუკეთესომოთამაშედ იქნა აღიარებული. ტომასმა 12-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავთა მატჩში და ორჯერ გახდა MVP.