აი, ამიტომ…

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟურნალისტებს გაუმხილა, რატომ ვერ ახერხებს წლების მანძილზე დორტმუნდი მიუნხენურ კლუბთან კონკურენციას.

„სტაბილურები ვართ, რადგან გუნდი წლიდან წლამდე იზრდება. დროდადრო ახალ ფეხბურთელს ვიმატებთ. დორტმუნდი კი მნიშვნელოვან მოთამაშეებს ყიდის. ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის და გუნდი მთლიანობაში ვეღარ ვითარდება.

Bayern Munich President Uli Hoeness rules out January transfers

ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ახლანდელი ბაიერნი ძალიან შეკრული და შეთამაშებული გუნდია. ამას ლისაბონში ნახავდით, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

ფლიკმა კარგად იმუშავა. ნაგელსმანს კი თავისი სტილი აქვს, რომელიც ძალიან მომწონს“, – ამბობს ჰიონესი.

Leave a comment

Your email address will not be published.