როგორც Daily Mail წერს, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ლუკ შოუს თამაშით აღფრთოვანებულია და ცდილობენ მასთან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გაახანგრძლივონ. სად მოეწონათ ფეხბურთელის ასპარეზობა? რა თქმა უნდა, ევრო 2020-ზე.
მანჩესტერში სჯერათ, რომ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში შოუს საკვანძო როლი ექნება. ინგლისელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
შოუ, პოგბასთან და მაგუაიერთან ერთად, კლუბს მიმდინარე კვირაში შეურთდება.