გიორგი მამარდაშვილი ვალენსიის ძირითადშია!.. დიახ, ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონი იხსნება, ვალენსია-ხეტაფეა პირველი მატჩი და ამხელა კლუბის კარში ახალგაზრდა ქართველი დგას. საამაყო ამბავია.
მამარდაშვილი მესამე მეკარის სტატუსით მივიდა ღამურებში, მაგრამ აი, ზღაპარი… ლა ლიგა იწყება და მამარდაშვილი ისტორიაში ჩაეწერა. გიორგიმ მშვენივრად ჩაატარა ამხანაგურები, მათ შორის, მილანთან.
ნიდერლანდელი იესპერ სილესენი და ესპანელი ხაუმე დომენეკი ტრავმირებულები არიან.