მასიმილიანო ალეგრიმ განმარტა, თუ რატომ თქვა ცუდი სიტყვები მილანთან მატჩის (1:1) შემდეგ…
იტალიურმა საიტებმა დაწერეს, რომ ალეგრიმ იყვირა: „აი, ნაგ…ი! და მათ უნდათ იუვენტუსში თამაში?!“.
თავად ფეხბურთელებიც ხმამაღლა კამათობდნენ ერთმანეთში, გასახდელისკენ მიდიოდნენ და ყვიროდნენ.
იუვეს მწვრთნელმა თქვა, რომ ისიც ადამიანია და აღელვება ჩვეულებრივი მომენტია: „შეცვლაზე შესულებმა სხვა ძალა უნდა შეიტანონ თამაშში. ეს არის პატივისცემისა და პასუხისმგებლობის საკითხი“.