აი ნდობა – ლივერპულმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა

ლივერპულმა ალისონ ბეკერს კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ცნობა კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

მერსისაიდელებმა ბრაზილიელი მეკარე 2018 წლის ზაფხულში რომადან 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. იგი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კიპერია. წინა სეზონში ბრაზილიელმა 42 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 10-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

2020-21 წლების სეზონში ლივერპულმა პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, კლოპის გუნდს მხოლოდ მანჩესტერულმა კლუბებმა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ახალი გათამაშება 13 აგვისტოს დაიწყება. კლოპის შეგირდები სეზონს ნორვიჩთან მატჩით გახსნიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *