შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა მურატ იაკინმა სიტყვა შეასრულა და ჩრდილოეთ ირლანდიაში 9,3 კილოგრამი შოკოლადი გააგზავნა. ეს მადლობის ნიშნად.
როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფის ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიამ შინ იტალიასთან 0:0 ითამაშა და შვეიცარიას დაეხმარა, იაკინის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა, სკაუდრა აძურას კი ორი ფლეი-ოფი მოუწევს ყატარის საგზურის მოსაპოვებლად.
იაკინმა მატჩამდე თქვა, რომ თუ ჩრდილოირლანდიელები იტალეილებს ქულებს დააკარგვინებდნენ, მათ საჩუქარს მოუმზადებდა. მწვრთნელმა საზეიმოდ შეაფუთინა შვეიცარიული შოკოლადები…
We kept our word, @NorthernIreland 😉 A sweet Thank You is on its way! #sweetcaroline #sweetchocolate
🇨🇭🍫 @ChocolatCailler #natimiteuch #lanatiavecvous #lanaticonvoi pic.twitter.com/fAPUuHmrTf
— 🇨🇭 Nati (@nati_sfv_asf) November 24, 2021