აი, ტიტი: გახსოვთ მესის ტირილი?

ტიერი ანრიმ ლეო მესის პარიზულ ამბებზე ისაუბრა. ტიტიმ თქვა, რომ არგენტინელი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესს გადის.

„საკვირველია. პსჟ დიდი უპირატესობით ლიდერობს საფრანგეთის ლიგაში და კარგია ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც ჯგუფიდან გავიდა. თუმცა ხალხს სურს, რომ გუნდმა უკეთ ითამაშოს. და საინტერესოა, რომ სანამ იგებ, სულ მართალი ხარ. ეს კანონია.

…მესი პსჟ-ში? ეს რაღაც სხვაა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ხდება, შენ ხალხს შედეგს აჩვევ, მაგრამ რაღაც ჩავარდნა გეწყება და ხალხი გეკითხება: „რა გჭირს? შენ ხომ ეს ჩვეულებრივ შეგიძლია, რა ხდება?“.

…ხალხს არ ესმის, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ნაკრებში მიდიან, ყოველ სამ დღეში თამაშობენ და ვარჯიშისთვის დროც არ რჩებათ. ყოველთვის ვერ შეეგუები ახალ ტაქტიკას, ახალ იდეებს, შეთამაშებას.

…სასწაულ ემოციას გაცლის მომენტი, როცა ტოვებ ადგილს, სადაც ბავშვობიდან ცხოვრობდი და ვერც გაიაზრებდი, რომ როდესმე იქიდან წახვიდოდი. ნახეთ, როგორ ტიროდა მესი, როცა ბარსელონადან მიდიოდა? ეს გულწრფელი ტირილი იყო.

…ამიტომაც დროა საჭირო, რათა ადაპტაცია გაიაროს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისიც ადამიანია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მესი ამ ადაპტაციას გაივლის. ასე დამემართა მეც, როცა არსენალიდან ბარსელონაში გადავედი. დრო მჭირდებოდა. მეც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ როდესმე არსენალიდან სხვაგან გადავიდოდი. ბარსელონაა, ბრწყინვალე კლუბი, ბრწყინვალე ქალაქი, მაგრამ შესაგუებლად დრო დამჭირდა“ (dailymail)

ანრიმ ასევე განაცხადა, რომ ტოპ-მწვრთნელობა სურს, მაგრამ ჯერ კიდევ იზრდება როგორც სპეციალისტი. როგორც იცით, ტიტი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია, რობერტო მარტინესის თანაშემწედ.

„ზოგჯერ ზუსტი ინსტრუმენტებია საჭირო. პლუს საჭირო გუნდი, სადაც გაფასებენ და ხვდებიან, თუ ვინ ხარ შენ. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ფეხბურთში ყველაფერი ვიცოდი.

…გავიზარდე ეპოქაში, სადაც მოწოდება იყო: „მოკეტე და ითამაშე“. ეპოქაში, სადაც მწვრთნელს ვერ გამოიწვევ. გავიზარდე იმ ცნობიერებით: მხოლოდ იმიტომ ვერ თამაშობ, რომ ნაგავი ხარ.

…ახლა უნდა გაიცნო თაობა, მათი კოდი უნდა გაიგო. გარკვეული ცოდნა მივიღე, მაგრამ ახლა ფეხბურთელები ახლიდან მზრდიან“.

ანრი მთავარი მწვრთნელი იყო მონაკოსა და კანადის მონრეალ იმპაქტში. ჯერჯერობით, წარმატებების გარეშე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *