აი, ტრანსფერი! – საქართველოს ჩემპიონატისთვის – მაგარი!

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერი გვინახავს, თუმცა თითზე ჩამოსათვლელი – კარგი. ახლა გამორჩეული ამბავია – ბათუმის დინამომ პაპე მუსა კონატე დაიმატა.

29 წლის ფეხბურთელს კარგი გუნდების გამოცდილება აქვს: ჯენოა, შვეიცარული სიონი, მაკაბი, სივასპორი, დიჟონი

ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, სენეგალელი, 2018 წელს, 9 მილიონი ევროც ღირდა.

ლიგა 1-შიც მშვენივრად ითამაშა – 27 გოლი გაიტანა და იქ ყველა გრანდის კარები აიღო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *