აი, ტუხელი!.. ოპერაცია დაუფინანსა, სახლი უყიდა

ეს ამბავი თომას ტუხელს არ გაუხმაურებია, ფრანგულმა პრესამ შეიტყო… ამბავი მაშინდელია,  როცა ტუხელი პსჟ-ში მუშაობდა. გერმანელმა  მწვრთნელმა შარშან თავის მოსამსახურე ქალის ვაჟის ოპერაცია მთლიანად დააფინანსა და პლუს, დედა-შვილს სახლი უყიდა ფილიპინებზე.

კონკრეტულად: როცა ტუხელმა პარიზში სახლი შეარჩია, მოსამსახურეებიც აიყვანა და ერთ-ერთი იყო ფილიპინური წარმოშობის ქალი. მწვრთნელმა მოგვიანებით გაიგო, რომ ქალს ძალიან უჭირდა, მის პატარა შვილს კი გულზე ოპერაცია სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მოგვიანებით კი ტუხელმა ისიც შეიტყო, რომ ქალს ფილიპინებზე დაბრუნება სურდა, თუმცა იქ საცხოვრებელი არ ჰქონდა. ტუხელმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთათ – სახლი უყიდათ…

ეს მოხდა ორი თვით ადრე, სანამ ტუხელს პსჟ-დან გაუშვებდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ოღონდ სხვა გუნდში – ჩელსიში…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *