აი, წილისყრა: იტალია ან პორტუგალია მუნდიალის გარეშე…

გაიმართა მსოფლიო გამსვლელი ნახევარფინალური და ფინალური ფლეი-ოფების წილისყრა. რა გაირკვა? რომ იტალია-პორტუგალიიდან მინიმუმ ერთ-ერთი მუნდიალის მიღმა დარჩება. ეს კი მთლად კარგი ამბავი ვერ არის.

თუ ნახევარფინალიდან ორივე გავა, პორტუგალია ფინალს შინ ითამაშებს იტალიასთან. ანუ, წინა ორი ევროპის ჩემპიონიდან ერთ-ერთი გარეთ დარჩება… შეგახსენებთ, სკუადრა აძურამ წინა მსოფლიო გამოტოვა.

თამაშები მარტის ბოლოს იქნება: ნახევარფინალებიც და ფინალებიც. ორივე რაუნდი, როგორც დავწერეთ, ერთმატჩიანია.

უელსი – ავსტრია

შოტლანდია – უკრაინა

(პირველი წყვილის მოგებული ფინალში იქნება მასპინძელი)

 

რუსეთი-პოლონეთი

შვედეთი-ჩეხეთი

(პირველი წყვილის მოგებული ფინალში იქნება მასპინძელი)

 

 

პორტუგალია-თურქეთი

იტალია-მაკედონია

(პირველი წყვილის მოგებული ფინალში იქნება მასპინძელი)

Leave a comment

Your email address will not be published.