ყოჩები-აკადემია 21:25
ყოჩები: 3ლ – გენებაშვილი (2), ფოფხაძე. 3გ – მალაღურაძე
სინბინი: მახარაშვილი
აკადემია: 3ლ – ახობაძე, მიქანაძე, ს.ილურიძე. 2გ,2ს – მარგიანი
სინბინი: იაშვილი, ლუარსაბიშვილი
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე
ბოლნისის ყოჩებმა თბილისის აკადემიასთან პირველი ტაიმი პირწმინდად წააგო. აკადემიელები მეტოქეს ყველა კომპონენტშუ ჯაბნიდნენ და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 17:0.
მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო. მით უფრო, რომ მეორე ნახევრის დასაწყისში აკადემიამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა და 22:0 დაწინაურდა.
ყოჩები გონს ამის შემდეგღა მოეგო. ბოლნისელებმა სამი გარდასახული ლელოს გატანა შეძლეს და 68-ე წუთისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 21:22.
ცხადია, დარჩენილ დროში ყოჩებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ აკადემიამ 75-ე წუთზე საჯარიმოს გატანა მოახერხა. მეტოქეს კი, მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცა და კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 25:21. ყოჩები ერთ საპრემიო ქულას დასჯერდნენ.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ აკადემიას ფულბეკი გიორგი მიქანაძე დაასახელეს.