თბილისის აკადემიას შვიდკაცა რაგბის გუნდი 4-5 სექტემბერს რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს. ტურნირს სანქტ-პეტერბურგი გაიმართება და მასში 11 ქვეყნის 12 კლუბი იღებს მონაწილეობას – პოზნანი (პოლონეთი), ბალტრექსი (ლიეტუვა), მიესნიკი (ლატვია), ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი), დუკლა (ჩეხეთი), გრან მილანი (იტალია), ჟენევა (შვეიცარია), ზასტავა-7 (რუსეთი), ბერა ბერა (ესპანეთი), სამურაი (ინგლისი), აკადემია (საქართველო), ჰარუგვა (ბელარუსი).
კოვიდ-პანდემიის გამო, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია ფრანგულ კლუბს. აკადემიამ კი, სანქტ-პეტერბურგში გამგზავრება ბოლო მომენტში გადაწყვიტა. კლუბის პრეზიდენტმა ვახო მჭედლიძემ თქვა, რომ მორაგბეებისთვის ასეთი მაღალი დონის თამაშების ჩატარება მნიშვნელოვანია და საჭირო ფინანსები მეგობრების დახმარებით გამონახა:
“ჩემი მიზანია, რომ კლუბი ფინანსურად გავაძლიერო და დიდი ყურადღება დავუთმო როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბის განვითარებას, რაშიც რაგბის კავშირის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აუცილებელია, გაიმართოს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირები.
ფინანსური პრობლემების გამო, აკადემიას რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი. თუმცა, მოსვლის დღიდან დავიწყე ზრუნვა და მეგობრების დახმარებით ტურნირზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხა ბოლო მომენტში გამოვნახეთ. ეს საკმაოდ წარმომადგენლობითი ჩემპიონატია და იქ თამაშით მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. ვიბრძოლებთ როგორც კლუბის, ასევე ქვეყნის სახელის დასაცავად”.
თბილისის აკადემია
1.გიორგი მიქანაძე, 2. გიორგი ჭუაძე, 3. ვანო ბერიკაშვილი, 4. სოსო მათიაშვილი (კაპ.), 5. კოტე ახობაძე, 6. იოანე ხელაია, 7. საბა ილურიძე, 8. თორნიკე ზოიძე, 9. მიხეილ ახობაძე, 10. კოტე იაშვილი, 11. სანდრო მარგიანი, 12. საბა დათიაშვილი.
ა ჯგუფი
ბალტრექსი (ლიეტუვა)
მიესნიკი (ლატვია)
ჰარუგვა (ბელარუსი)
ჟენევა (შვეიცარია)
ბ ჯგუფი
ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი)
ბერა ბერა (ესპანეთი)
გრან მილანი (იტალია)
დუკლა (ჩეხეთი)
გ ჯგუფი
ზასტავა-7 (რუსეთი)
პოზნანი (პოლონეთი)
სამურაი (ინგლისი)
აკადემია (საქართველო)