აკადემია ბრინჯაოს დაეუფლა

აკადემია-ყოჩები 24:17

აკადემია: 4ლ – რ.მაზმიშვილი, ახობაძე, ზოიძე, ბერიკაშვილი. 2გ – მოძღვრიშვილი

სინბინი: ლომაური

ყოჩები:  2ლ – გენებაშვილი, ნოდია. 2გ,ს – მალაღურაძე

სინბინი: ხიდეშელი, გ.მაზმიშვილი

მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

 

დიდი 10-ის გათამაშების მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის აკადემიამ ბოლნისის ყოჩები 24:17 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აკადემიელებმა მთელი სეზონი სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარეს. ერთი ხანობა ლიდერობდნენ კიდეც. თუმცა, პლეი ოფების შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლამ მოუწია.

პირველი ტაიმი, ისევე როგორც მთელი მატჩი დაძაბულ უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და აკადემიელებმა ის ორი ქულის სხვაობით 12:10 მოიგეს. შესვენების შემდეგ, ყოჩები მალევე დაწინაურდნენ 17:12. თუმცა, მე-60 წუთისთვის აკადემიამ მაინც შეძლო სტატუსქვოს აღდგენა 19:17.

 

Возможно, это изображение (4 человека и текст)

 

თამაშის დასრულებას 12 წუთი აკლდა, როცა თბილისურმა გუნდმა მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში მეტოქის შერკინება დაჩაგრა და მონაგარს კიდევ ხუთი ქულა მიუმატა – 24:17.

თამაშის დასრულებამდე დარჩენილი დრო ყოჩებმა შეტევაში გაატარეს. ბოლო სამ წუთში მეტოქის ლელოსთან მასირებული იერიშები მოწყვეს. აკადემია თავს მხოლოდ წესის დარღვევით იცავდა. თუმცა, ბოლოს რაკში თამაშისას მეტოქე დააჯარიმა და მატჩის თავის სასარგებლოდ დაასრულა.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *