4-5 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში შვიდკაცა რაგბის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება გაიმართება, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებს შორის. მამაკაცთა ტურნირში საქართველოდან თბილისის აკადემია იასპარეზებს.
ჩვენი გუნდის გარდა ჩემპიონთა თასისთვის იბრძოლებენ: პოზნანი (პოლონეთი), ბალტრექსი (ლიტვა), მიესნიკი (ლატვია), ვვა-პოდმოსკოვიე (რუსეთი), დუკლა (ჩეხეთი), გრან მილანი (იტალია), ჟენევა (შვეიცარია), ზასტავა (რუსეთი), ბერა ბერა (ესპანეთი), სამურაი (ინგლისი) და ჰარუგვა (ბელარუსი).
აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა ტურნირის საპრიზო ფონდი 35 ათასი ევროა. ქალთა შეჯიბრების კი – 9 ათასი ევრო.
თბილისის აკადემია C ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები რუსეთის ზასტავა, ინგლისის სამურაი და პოლონეთის პოზნანი იქნებიან.