აკადემიის აღზრდილი ესპანეთის ლიგაში

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრი ვატოგაჩეჩილაძე, რომელიც საკალათბურთო სკოლა „აკადემიის“ აღსაზრდელია, კარიერას ესპანეთშიგააგრძელებს. ევროპის ელიტარული საკალათბურთოსკოლა კანარიის საკალათბურთო აკადემია (Canarias Basketball Academy) ვატოს სამწლიან კონტრაქტს სრულიდაფინანსების პირობით უფორმებს.

ვატო მონაწილეობას მიიღებს ესპანეთის U18 ჩემპიონატში და, აგრეთვე, ისეთი მაღალი დონისღონიძიებებში, როგორიც არის ნაიკის კემპი( Nike Hoop Summit), ჯორდან კლასიკი( Jordan Classic), ევროკემპი (Euro camp), ამერიკის საკალათბურტო ასოციაციის კემპი(NBA Workouts) და სხვა.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ განვვითარდეროგორც პროფესიონალი კალათბურთელი დაგავიუმჯობესო ის ცოდნა და შესაძლებლობები, რაცაკადემიაშიშევიძინე,” – აცხადებს ვატო გაჩეჩილაძე.

ვატო ათი წლის იყო აკადემიაში რომ მივიდა დასწორედ ამ სკოლამ მისცა მას კალათბურთის ძირითადისაბაზისო ცოდნა და უნარჩვევები. 2020-2021 სეზონიგაჩეჩილაძემ ბასკონიაში გაატარა და შემდეგ კვლავაკადემიაში დაბრუნდა, თუმცა, პანდემიის გამოსაქართველოს U18 ჩემპიონატი აღარ ჩატარებულა.

აქვე უნდა ითქვას, რომ კიდევ ორი თვრამეტწლამდელი აკადემიელი, ლუკა ლიკლიკაძე და ანდრია მუჯირი საკალათბურთო კარიერას პროფესიონალებშ გააგრძელებენ. ორივე ამ კალათბურთელთან კონტრაქტი გააფორმა საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, თბილისის „ოლიმპმა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *