მანჩესტერ სიტის ნიდერლანდელმა ვარსკვლავმა, ნათან აკემ, თავის ბავშვობისდროინდელ შეყვარებულზე, კეილი რამაზე იქორწინა. ცერემონია კუნძულ მაიორკაზე გაიმართა და მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
იქ იყვნენ მისი სიტელი თანაგუნდელები, მანჩესტერ იუნაიტედის, ლივერპულის და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები.
წვეულებას ესწრებოდნენ პეპ გვარდიოლა, კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი.
იქვე იყვნენ ლივერპულის ვირჯილ ვან დეიკი და ასევე ნიდერლანდელი, მაგრამ უკვე პარი სენ-ჟერმენის შუახაზელი ჟორჟინიო ვეინალდუმი თავის მირელა პერეირსათან ერთად.