ალან ვინ ჯოუნზის რეკორდი

უელსის ნაკრები შაბათს, 30 ივნისს კარდიფში, პრინციპალითი სთედიუმზე ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. “წითელი ურჩხულების” მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ვეტერანი მეორეხაზელი ალან ვინ ჯოუნზი, რომლისთვისაც ეს უელსის ნაკრებში 149-ე კეპია. ეს კი, რეკორდია. ჯოუნზმა ახალზელანდიელ ლეგენდას, რიჩი მაქოუს გაუსწრო, რომლის ანგარიშზეც ოლ ბლექსში 148 კეპია.

უელსი: 15. ჯონი მაკნიკოლი, 14. ოუენ ლეინი, 13. ჯონათან დევისი, 12 ჯონი ვილიამსი, 11. ჯოშ ადამსი, 10. გარეთ ანსკომბი, 9. ტომოს ვილიამსი.   1. ვინ ჯოუნსი, 2. რაიან ელიასი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ადამ ბირდი, 5. ალან ვინ ჯოუნზი, 6. როს მორიატრი, 7. ტაინე ბეშამი, 8. აარონ ვეინვრაისი

16. კირბი მიჰილი, 17. რის კარი, 18. დილონ ლუისი, 19. ვილი როულენდსი, 20. სებ დევისი, 21. გარეთ დევისი, 22. რის პრისტლენდი, 23. ბენ თომასი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *