ალაფას პირველ ეტაპზე მეშვიდე ვართ

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა.

ხორვატიის დედაქალაქ  ზაგრებში გამართული ტურნირის პირველ მატჩში, მომავალ მესამეადგილოსან შვედეთს ჩვენმა გუნდმა დიდი ბრძოლა გაუმართა, მეორე ტაიმი სრულად მეტოქის ნახევარზე გაატარა და ერთი ლელოც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ორი მიიღო და 5:10 დამარცხდა.

ბრძოლა იყო პირველ ტაიმში ფინალისტ უკრაინასთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ იმძლავრა და 38:0 მოგვიგო. პირველი დღის ბოლო მატჩში გოგონებმა მოლდოვას 4 ლელო გაუტანეს და 24:10 დაამარცხეს.

მეორე დღეს, მეოთხედფინალში ფინეთს ტოლსწორად ვეთამაშეთ, მაგრამ შანსები გამოუყენებელი დარჩა. მეტოქემ 4 ლელო გაგვიტანა და 0:22 დავმარცხდით. მე-5 ადგილის ნახევარფინალში თურქეთმა კონტრშეტევებზე სამი ლელოს გატანა მოახერხა და 17:0 მოგვიგო. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში კი, ისევ მოლდოვას შევხვდით 31:5 ვძლიეთ.

ალაფის მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრები

 

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *