“ალდო გდებებისგან თავს კარგად იცავს, მაგრამ ჩემი ჭიდაობა სულ სხვაა” – მერაბ დვალიშვილი

ქართული MMA-ს ისტორიაში უდიდესი ორთაბრძოლა გვიახლოვდება – 21 აგვისტოს, ქართველი მანქანა, მერაბ დვალიშვილი, ჟოსე ალდოს დაუპირისპირდება. ალდო სპორტის ნამდვილი ლეგენდაა – WEC-სა და UFC-ს ქვემსუბუქი წონის ქამრებს წლების მანძილზე ფლობდა, ახლა კი, სუპერმსუბუქი წონის ქამრისკენ გზაზე მერაბ დვალიშვილს გადაეყარა.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ბრძოლის სტილისტიკური განვითარება – მერაბი უმაღლესი დონის დამცველია, უმაღლესი სიზუსტის თეიქდაუნებით, ალდო კი უმაღლესი დონის სტრაიკერი, უმაღლესი სიზუსტის თეიქდაუნის დაცვით. სწორედ ბრძოლის ტექნიკურ ნაწილზე ისაუბრა დვალიშვილმა The Schmo-სთან ინტერვიუში:

“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აქტიურად ვვარჯიშობ. ალდოსთან ბრძოლა ჩემი კარიერის უდიდესი ბრძოლაა და ამისთვის მზად ვარ. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვარ ფოკუსირებული, არ ვფიქრობ იმაზე თუ რა იქნება შემდეგ ან ჩემთვის ან ალდოსთვის, ახლა მხოლოდ ეს კონკრეტული ბრძოლა და მასში გამარჯვების მოპოვება მაინტერესებს. UFC-ში მოხვედრისას, ვცდილობდი რომ შოუ და სანახაობა დამედგა, ეს კი კარგია, თუმცა ამან 2 ბრძოლა წამაგებინა. ახლა უფრო გამოცდილი ვარ და პრაგმატულად ვუყურებ – მხოლოდ მოგება მაინტერესებს, თუნდაც ეს მოსაწყენი ჩხუბით იყოს. ქართველებს ასეთი გამოთქვა გვაქვს “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ” ასე რომ, ჩემთვის მთავარია გამარჯვებული ვიყო.”

“მე ალდოს აუცილებლად გავუკეთებ გდებას. ალდო გდებებისგან თავს კარგად იცავს, მაგრამ ჩემი ჭიდაობა სულ სხვაა. ვფიქრობ, 3-ზე მეტჯერ დავათეიქდაუნებ.”

Leave a comment

Your email address will not be published.